Thursday, April 7, 2011

ბაგრატის ტაძარი


ბაგრატიბაგრატის ტაძარს თავისი ხუროთმოძღვრული და მხატვრული ღირსებით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული არქიტექტურის ისტორიაში, როგორც განვითარებული შუა საუკუნეების დროინდელი სტილის საბოლოოდ დამამკვიდრებელ ნაწარმოებს. ისტორიულად კი იგი გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოა.
ტაძრის აღმოსავლეთი მკალავის ჩრდილოეთის სარკმლიდან ქვევით მოთავსებულ წარწერაში, სადაც იატაკის დაგების თარიღია მითითებული, საქართველოში არაბული ციფრების ხმარების უძველესი ნიმუშია წარმოდგენილი: “ქ. ოდეს განმტკიცნა იატაკი, ქორონიკონი იყო 223″.
2009 წლის აგვისტოში ქუთაისის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ბაგრატის ტაძარში, დასავლეთ კარიბჭის შიგნით, სამარხი აღმოაჩინა, რომელშიც დიდი რაოდენობით ოქროს საყურეები, ბეჭდები და სხვა აქსესუარები იყო ჩატანებული.
სამარხი ჩვ.წელთაღრიცხვით VIII-IX საუკუნით თარიღდება. ის, სავარაუდოდ, საქართველოს რომელიმე დედოფალს ან მეფის კარზე მყოფ დიდგვაროვან ქალბატონს ეკუთვნოდა.
ბაგრატის ტაძარი 1994 წლიდან იუნესკოს, მსოფლიოს კულტურული საგანძურის სიაშია.
2009 წელს საქართველოს მთავრობამ დაიწყო ძეგლის რესტავრაცია, რაც მასზე გუმბათის დადგმით უნდა დასრულდეს. პროექტმა, რომლის ავტორია ივანე გრემელაშვილი, მიმდინარეობამ საზოგადოების არაერთგვაროვანი და მძაფრი რეაქცია გამოიწვია. განგაში მას შემდეგ ატყდა, რაც იტალიელმა ინჟინერმა და არქიტექტორმა სილვიო კალვიმ თავის სტატიაში ბაგრატის ტაძრის მდგომარეობა აღწერა. მისი თქმით, ძეგლზე სარეკუნსტრუქციო სამუშაოები იუნესკოსთან პროექტის შეუთანხმებლად დაიწყო და უშუალოდ ამ სამუშაოებს წინ არ უძღოდა ფართომასშტაბიანი კვლევა. სპეციალისტთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ძეგლი იუნესკოს სიიდან ამოიღონ, რადგან მათი აზრით, ტაძარზე ამჟამად მიმდინარე სამუშაოები ძეგლის ავთენტურობას ვნებს, შენდება სრულიად არატრადიციული, რკინა-ბეტონის შენობა.
სპეციალისტთა ნაწილი კი არ ეთანხმება ამ მოსაზრებას. ისინი ფიქრობენ, რომ ტაძრის გამაგრება და მასზე გუმბათის დადგმა ამგვარი კონსტრუქციების გარეშე შეუძლებელია. ამჟამად ხორციელდება ყველაზე სუსტი და მიწისძვრის დროს გამორღვეული ნაწილების შევსება იმავე კარიერიდან აღებული ქვით და აგრეთვე, ოთხი საყრდენის ამოყვანა. ეს კი ძეგლის ვიზუალურ მხარეზე დიდ გავლენას არ იქონიებს.
ამჟამად ჯერ არ არის გადაწყვეტილი, რა სახით უნდა გაგრძელდეს რესტავრაცია.
ბაგრატის ტაძარი მდებარეობს საქართველოში, ისტორიულ იმერეთში, ქალაქ ქუთაისში, უქიმერიონის გორაზე.
ბაგრატის ტაძარი აგებულია X-XI საუკუნეების მიჯნაზე, ბაგრატ III-ის (975-1014) მეფობაში. ჩრდილოეთ კედლის წარწერის თანახმად, “ქ. ოდეს განმტკიცნა იატაკი, ქორონიკონი იყო 223″ (1003წ.).
იგი ქვეყნის ერთიანობისა და ძლიერების სიმბოლოა. მატიანე ქართლისაი მოგვითხრობს, რომ მისი კურთხევის ზეიმისთვის მეფემ “შემოიკრიბნა მახლობელნი ყოველნი ხელმწიფენი, კათალიკოსნი, მღვდელმოძღვარნი და ყოველთა მონასტერთა წინამძღვარნი და ყოველნი დიდებულნი ზემონი და ქვემონი მამულისა სამეფოსა მისსა მყოფნი და სხუათა ყოველნი სახელმწიფონი”.
ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისა იყო.
XVII საუკუნის დასასრულამდე ძეგლი უვნებლად იდგა. ბაგრატის ტაძრის შესახებ მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის 1650-52 წლებში იმერეთში ჩამოსული რუსი ელჩების ტოლჩანოვისა და იევლევის ჩანაწერები. მათ მიერ მოხსენიებულია ტაძრის ახლომდებარე ნაგებობები, სამრეკლო კოშკი, რომელიც თითქმის დაუზიანებლად დღემდეა შემორჩენილი და სასახლეები. მათივე ცნობით, ტაძარი დამშვენებული ყოფილა ოქრო-ვერცხლის, იაგუნდისა და სხვა ძვირფასი სამკაულებით მოჭედილი მრავალი უძვირფასესი ხატით. რუსი ელჩები საგანგებოდ აღნიშნავენ, რომ დღესასწაულების დროს მეფე-დედოფალი ამალითურთ დასავლეთის პატრონიკეზე, ე.ი. მეორე სართულზე იმყოფებოდნენ და წირვას ისმენდნენ. ისინი ეკლესიაში მყოფებს ხედავდნენ, ამ უკანასკნელთათვის კი დაფარულნი იყვნენ.
ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, 1692 წელს ახალციხიდან შემოსულმა ოსმალებმა ხელში ჩაიგდეს ქუთაისის ციხე და გააფთრებული ბრძოლის დროს მასთან ერთად ააფეთქეს ბაგრატის ტაძარი. მათვე მიიტაცეს მისი სიმდიდრეც. 1740 წლიდან ოსმალებმა, რაც ტაძრისგან გადარჩა, იარაღის საწყობად აქციეს. 1770 წელს იმერეთის მეფემ სოლომონ პირველმა ციხე დაიბრუნა და ბაგრატის ტაძარი ოსმალებისგან გაათავისუფლა, მაგრამ ბრძოლების დროს ძველ დაზიანებებს ახალიც დაემატა. ხოლო მისი აღდგენა დღემდე ვერ მოხერხდა.
XIX საუკუნის 30-იან წლებამდე ტაძრის სამხრეთისა და დასავლეთის კარიბჭე უვნებლად მდგარა. ამას მოწმობს მხატვარ ნ. ჩერნეცოვის ჩანახატები. დღეს კი ისიც ნანგრევების სახითაა შემორჩენილი.
1952 წლიდან ვახტანგ ცინცაძის მიერ ტაძრის თავდაპირველი სახის გრაფიკული რესტავრაციის პროექტის მიხედვით წარმოებს მისი აღდგენა-კონსერვაციის სამუშაოები. პარალელურად მიმდინარეობს ძეგლის მეცნიერული შესწავლა და გამოკვლევა.
1994 წლიდან ბაგრატის ტაძარი იუნესკოს, მსოფლიოს კულტურული საგანძურის სიაშია.
2009 წლის აგვისტოში ქუთაისის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ბაგრატის ტაძარში, დასავლეთ კარიბჭის შიგნით, სამარხი აღმოაჩინა, რომელშიც დიდი რაოდენობით ოქროს საყურეები, ბეჭდები და სხვა აქსესუარები იყო ჩატანებული.
სამარხი ჩვ.წელთაღრიცხვით VIII-IX საუკუნით თარიღდება. ის, სავარაუდოდ, საქართველოს რომელიმე დედოფალს ან მეფის კარზე მყოფ დიდგვაროვან ქალბატონს ეკუთვნოდა.
2009 წელს საქართველოს მთავრობამ ძეგლის რესტავრაცია დაიწყო, რაც მასზე გუმბათის დადგმით უნდა დასრულდეს. პროექტმა, რომლის ავტორია ივანე გრემელაშვილი, საზოგადოების არაერთგვაროვანი და მძაფრი რეაქცია გამოიწვია. განგაში მას შემდეგ ატყდა, რაც იტალიელმა ინჟინერმა და არქიტექტორმა სილვიო კალვიმ თავის სტატიაში ბაგრატის ტაძრის მდგომარეობა აღწერა. მისი თქმით, ძეგლზე სარეკუნსტრუქციო სამუშაოები იუნესკოსთან პროექტის შეუთანხმებლად დაიწყო და უშუალოდ ამ სამუშაოებს წინ არ უძღოდა ფართომასშტაბიანი კვლევა. სპეციალისტთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ძეგლი იუნესკოს სიიდან ამოიღონ, რადგან მათი აზრით, ტაძარზე ამჟამად მიმდინარე სამუშაოები ძეგლის ავთენტურობას ვნებს, შენდება სრულიად არატრადიციული, რკინა-ბეტონის შენობა.
სპეციალისტთა ნაწილი კი არ ეთანხმება ამ მოსაზრებას. ისინი ფიქრობენ, რომ ტაძრის გამაგრება და მასზე გუმბათის დადგმა ამგვარი კონსტრუქციების გარეშე შეუძლებელია. ამჟამად ხორციელდება ყველაზე სუსტი და მიწისძვრის დროს გამორღვეული ნაწილების შევსება იმავე კარიერიდან აღებული ქვით და აგრეთვე, ოთხი საყრდენის ამოყვანა. ეს კი ძეგლის ვიზუალურ მხარეზე დიდ გავლენას არ იქონიებს.
29 ივლისს, ბრაზილიაში, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 34-ე სესიაზე, ბაგრატის ტაძარი, გელათის სამონასტრო კომპლექსთან ერთად, საფრთხის წინაშე მდგომი მსოფლიო მემკვიდრეობის ისტორიული ძეგლების სიაში შეიტანეს. იუნესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში, რომელიც ქართულმა საინფორმაციო სააგენტოებმა გადმოაქართულეს, ნათქვამია, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი სერიოზულადაა შეშფოთებული ბაგრატზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებით და მის დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვს.
იუნესკოს შეშფოთებას საქართველოს ხელისუფლების შესაბამისი უწყების წარმომადგენლები არაფრად აგდებენ და აცხადებენ, რომ დაწყებული სამუშაოები გაგრძელდება და ბოლომდე მივა. იქვე იმასაც მიუთითებენ, რომ ამას იუნესკოსთან შეთანხმებით შეძლებენ და თანაც ისე, რომ ბაგრატი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიიდან არ ამოიშლება. 30–31 ივლისს, კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა რურუამ, თბილისში საჯაროდ განაცხადა, რომ რესტავრაციის ბოლომდე მიყვანაა საჭირო… ამ დროს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, ნიკა ვაჩეიშვილი ბრაზილიაში იმყოფებოდა, საიდანაც ქართულ მედიასაშუალებებს ფაქტიურად იგივე გაუმეორა და თან დასძინა – ახლა იმაზე ვზრუნავთ, რომ ბაგრატზე დაწყებული სამუშაოები გავამართლოთ და იმაზე ვიზრუნოთ, რომ ტაძარი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან არ ამოვარდესო.
ბაგრატზე გარკვეული სამუშაოების დაწყება იმ მრავალრიცხოვანი საბჭოს გადაწყვეტილებით მოხდა, რომელშიც კულტურის სამინისტროს და საპატრიარქოს წარმომადგენლები არიან გაერთიანებულნი. ამ საბჭოში ორი ხელოვნებათმცოდნე – ციცინო ჩაჩხუნაშვილი და ირინე ელიზბარაშვილი შეეწინააღმდეგნენ იმ პროექტს, რომლის მიხედვითაც ბაგრატზე სამუშაოები დაიწყო. ამ ორ ადამიანს გამოუჩდნენ საბჭოს მიღმა მყოფი ძალიან ბევრი თანამოაზრეები: ხელოვნებათმცოდნეები, არქიტექტორები, ისტორიკოსები, მსახიობები, მწერლები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. მოკლედ, ბაგრატის ირგვლივ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა დაიწყო. იმდენად დიდი, რომ ამას მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა: 2009 წლის 22 ოქტომბერს, სააკაშვილმა გელათის აკადემიის აღდგენილი შენობის გახსნის დროს, განაცხადა, ვიცი, რომ ბაგრატზე დიდი დავა მიდის, მაგრამ ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ ტაძარი ორ წელიწადში არ აღდგებაო – “ამ საკითხზე აზრზს საერთოდ არ შევიცვლი. ბაგრატი უნდა აღდგეს, ბოლომდე დამშვენდეს და მთელი თავისი ბრწყინვალებით ისევ წარმოუდგეს საქართველოს”.
ამ განცხადებამდე ერთი თვით ადრე, საქართველოს საპატრიარქო, ბაგრატზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერების ინიციატივით და გარკვეული წინადადებით გამოვიდა. 2009 წლის 24 სექტემბერს საპატრიარქომ ასეთი შინაარსის ოფიციალური განცხადება გაავრცელა – “რადგან მიმდინარე პროცესებმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ჩვენი პოზიცია ასეთია: დროებით შეჩერდეს ყოველგვარი სამუშაოები, შეიქმნას როგორც კულტურის სამინისტროს, ისე საპატრიარქოს და იუნესკოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ერთობლივი კომპეტენტური კომისია, რომელშიც უნდა შევიდეს დღევანდელი სახით სამშენებლო საქმიანობის მოწინააღმდეგე პოზიციის მქონე ექსპერტებიც. აღნიშნულმა კომისიამ დეტალურად უნდა შეისწავლოს არსებული სიტუაცია და მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება სამუშაოების შემდგომ გაგრძელებასთან დაკავშირებით“.
ამ განცხადების გაკეთებიდან 10 თვე გავიდა, მაგრამ იმათ, ვისაც ეს ყურად უნდა ეღო, არაფრად ჩააგდეს – ბაგრატზე სამუშაოები კი შეაჩერეს, მაგრამ დროებით – მიმდინარე წლის 17 ივნისს ისევ განაახლეს, ხოლო კულტურის სამინისტროს, საპატრიარქოს და იუნესკოს წარმომადგენლებით დაკომლექტებული ერთობლივი კომპეტენტური კომისია, რომლის შექმნის წინანადებითაც საპატრიარქო გამოვიდა, დღემდე არ შექმნილა.
ბაგრატზე მიმდინარე სამუშაოების მოწინააღმდეგეთა განმარტებით, ამ პროცესის დასრულების შემდეგ, ტაძარს ისტორიულ–მხატვრული ღირებულება, ანუ ავთენტურობა დაეკარგება და პარალელურად, მსოფლიო მემკვიდრეობის სიიდანაც ამოიშლება, რომელშიც იუნესკომ 1994 წელს შეიყვანა.

No comments:

Post a Comment